სასაუბრო პროფესიონალ მთარგმნელთა მომსახურება


სასაუბრო ერთ გვერდზე

სასაუბრო ერთ გვერდზე შეადგინეს მთარგმნელობითი კომპანია Flarus-ის მთარგმნელებმა. პროექტში მონაწილეობდნენ რედაქტორები და მთარგმნელები - ენის მატარებლები. ჩვენი მიზანი არ ყოფილა, შეგვექმნა სრულყოფილი სასაუბრო ყველა შესაძლო შემთხვევისათვის. ის შეიცავს მხოლოდ ყველაზე აუცილებელ გამოთქმებს თარგმანითა და ტრანსკრიფციით.

არაუმეტეს 3 წამისა!

სასაუბროს შედგენისას მარტივი წესით ვხელმძღვანელობდით - საჭირო ფრაზის მოძებნას 3 წამზე მეტი არ უნდა დასჭირდეს. ჩვენი რედაქტორები კომპრომისს ეძებდნენ, ვინაიდან თუ სასაუბროში ბევრი ფრაზაა, საჭირო გამოთქმის მოძებნა ჭიანურდება და საუბრის გაბმა რთული ხდება, ხოლო თუ ფრაზა ცოტაა, სათანადო გამოთქმა შეიძლება ვერ იპოვოთ. ამიტომ ჩვენ ყველა ენაზე შევადგინეთ სასაუბროები, რომლებიც 200 ყველაზე გამოყენებად სიტყვას შეიცავს.

სასაუბროს ამოსაბეჭდად აირჩიეთ თარგმანის მიმართულება:

"სასაუბრო ერთ გვერდზე" - ესაა თქვენი კომპაქტური, მოსახერხებელი და პრაქტიკული დამხმარე ურთიერთობაში.